სისტემის შესახებ

ოფიციანტის და პერსონალის გამოძახების სისტემა რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღამის კლუბებში, სასტუმროებში, გასართობ ცენტრებში, სუპერ და ჰიპერმარკეტებში, ასევე საავადმყოფოებში  მომსახურებისთვის განკუთვნილი.

როგორ მუშაობს პერსონალის გამოძახების სისტემა:

ყველაფერი ძალიან მარტივია: ღილაკები  დამონტაჟებულია  მაგიდებზე ან ნებისმიერ სხვა მოსახერხებელ ადგილას,  როდესაც კლიენტი მოდის მას ყოველთვის შეუძლია გამოიძახოს მომსახურე პერსონალი (ოფიციანტი და ა.შ.), რომელიც თავის მხრივ იღებს სიგნალს რომელიც გამოისახება მის პეიჯერზე ან მიმღებზე.

ასევე ჩვენ გვაქვს სწრაფი კვების ობიექტებისთვის განკუთვნილი სისტემა, კონკრეტულად კი პეიჯერი რომელიც გეხმარებათ მიაწოდო ინფორმაცია კლიენტებს მათ მიერ შეკვეთილი კერძის მომზადების შესახებ.

ეს სისტემა გვაძლევს საშუალებას თავი ავარიდოთ უკვე დაძველებულ მომსახურების სისტემას.

კლენტისთვის განკუთვნილი პეიჯერის სისტემა მუშაობს სწრაფი კვების ობიექტებისა და თვითმომსახურებისთვის შემდეგი სახით:

კლიენტს კერძის შეკვეთის დროს ეძლევა პეიჯერი სპეციალური ნომრით.

კლიენტი ჯდება მაგიდასთან და ელოდება კერძის მომზადებას.

გამზადებისთანავე მზარეული აჭერს პულტზე შესაბამის ნომერს. ამავდროულად კლიენტის პეიჯერი გადმოსცემს სიგნალს. პეიჯერი შეგვიძლია დავაყენოთ ვიბრაციის, ხმის და ციმციმის რეჟიმზე. კლიენტი უბრუნებს პეიჯერს მზარეულს და მიიღებს შეკვეთილ კერძს.

მომსახურე პერსონალის გამოძახების სისტემის შესაძლებლობები:

1)  კლიენტს აქვს შესაძლებლობა საჭირო მომენტში გამოიძახოს მომსახურე პერსონალი. არის მომენტები როდესაც მომსახურე პერსონალი არ იმყოფება ახლოს, და სწორედ საჭირო მომენტში ვერ გვხედავს, რაც რა თქმა უნდა იწვევს დისკომფორტის გრძნობას და ამავდროულად გვიქრება რაღაცის შეკვეთის სურვილი. სწორედ ამიტომ მცირდება შემოსავალი და შესაძლოა იკარგება კლიენტიც.

2)  ხარისხის და მომსახურების დონის გაუმჯობესება.

3)  მაგიდების ბრუნვის ზრდა

4)  მომსახურე პერსონალის რაოდენობის შემცირების შესაძლებლობა.

5)  დაწესებულობის უნიკალურობა

6)  სისტემა აკონტროლებს ღამის კლუბების, VIPდარბაზების, საზაფხულო სახლების მაგიდებს და ა.შ. სისტემა გამოსადეგია ჰიპერმარკეტებში, სუპერმარკეტებში, სასტუმროებში, და ასევე სპა-სალონებსა და სილამაზის სალონებში.

7)  კლიენტები ისიამოვნებენ ერთმანეთთან ურთიერთობით და არ იგრძნობენ დისკომფორტს მომსახურე პერსონალის ზედმეტი ყურადღებით.

 

ეკონომიკური უპირატესობანი:
ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც კლიენტი გასვლისას გადაწყვეტს შეუკვეთოს ყავა ან რაიმე წვენი. თუ ოფიციანტი ახლოს არ არის, შეკვეთა არ შედგება. გამოძაღების ღილაკი კი უფრო მეტის გამომუშავების საშუალებას გვაძლევს.
მომსახურე პერსონალის გამოძახების სისტემის შემადგენლობა:
მიმღები
პეიჯერი
გამოძახების ღილაკი
სწრაფი კვებისთვის განკუთვნილი სისტემა, კლიენტის პეიჯერი შედგება:
ადმინისტრატორის ან მზარეულის პულტი
კლიენტის 10 პეიჯერი
ბატარეა.
თუ დაგაინტერესებთ მომსახურე პერსონალის გამოძახების სისტემა, აუცილებლად მოგვმართეთ.